🔵აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
🔵საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931 ლარით აფინანსებს.
🔵აკაკის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია „გზამშენებელი 13“ ახორციელებს.
🔵სამუშაო პროცესს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზისა და ტროტუარის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.