🔵ფოთში შიდა საქალაქო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ფოთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ფოთიქალაქტრანსპორტის“ წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა შედგა.
🔵კომპანია „ჯეოჯიპიეს“-ის წარმომადგენლებმა ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემების, მარკეტინგული აქტივობების, შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვისა და მგზავრთა მოზიდვისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე ისაუბრეს.
🔵შეხვედრას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე დაესწრო. საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ფოთს მალე 10 ახალ ავტობუსს გადმოსცემს. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.