ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მოქალაქეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას გადაწყვეტილების – საქართველოში მცხოვრები ყველა არასრულწლოვანი ბავშვისთვის (0-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით), სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარების გაწევის თაობაზე შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარებას უწევენ.
🗣 დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ( ქ.ფოთი,აღმაშენებლის 12) და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
✍ რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
🔷 ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
🔷 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
🔷 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
🔷 საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. see link: https://daxmareba.moh.gov.ge/