ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ და ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ 2020 წლის საუკეთესო შედეგის მქონე 16-ი ფოთელი სკოლის კურსდამთავრებული დააჯილდოვა.
✅წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვებაში ასევე მონაწილეობდა APM TERMINALS, კორპორაცია და წელს 4 წარჩინებულ ფოთელ ახალგაზრდას გადასცა ფულადი საჩუქარი.
📢“ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი წარმატება, ნიჭი, შესაძლებლობები მოახმაროთ ჩვენ ქალაქს. მიხარია თუ დღეს ჩვენი ამ ნაბიჯით შევძელით თქვენთვის დამატებით სულ მცირე მოტივაციის შექმნა მაინც. გისურვებთ წარმატებებს!” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.
🎼 დაჯილდოება Night Show Band • ღამის შოუს ბენდისა და DJ ELESTO კონცერტით დასრულდა.