მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ოფიციალური ცერემონიით სფფ-ის ფოთის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
⚽️საფეხბურთო ცენტრი სიმბოლური ამხანაგური მატჩით გახსნეს, რომელიც ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ “ჭაბონამასა” და სფფ-ის გუნდს შორის გაიმართა, აღსანიშნავია რომ სფფ-ის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა თაობის ფოთელი ვეტერანი ფეხბურთელებიც. kars escort
⚽️გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და სხვადასხვა თაობიოს ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე სტუმრებმა სიტყვით მიმართეს სტადიონზე შეკრებილ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
⚽️პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდ-ის თანდაფინანსებით განხორციელდა.
✅საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები.
✅ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.