ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს.