ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
✔️პროექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კერძოდ მოეწყობა: ჩოგბურთის კორტი, მინი-საფეხბურთო მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს გაკეთდება ღია ავტოსადგომები. ქუჩის გასწვრივ ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
✔️სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან ერთად გაეცნო.
✔️კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2-კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.