სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.
✔️სურსათის ეროვნული სააგენტოს საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონულმა ჯგუფმა ფოთში მორიგი წამლობა ჩაატარა. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა პერიმეტრი თერმული ნისლით დაამუშავეს. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს.
✔️საინიციატივო ჯგუფის წევრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა და ღონისძიების დეტალებს გაეცნო. ჩვენს რეგიონში აზიური ფაროსანის წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებები წარმატებული აღმოჩნდა. წელს სამეგრელოში თხილის მაღალი ხარისხის უხვი მოსავალია.