✔️ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
✔️პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.
✔️მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.
✔️პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
✔️მარტოწყალას ტბაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 66 801 ლარია.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.