ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის ტრიბუნების მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
⚽️ პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც სულ 2740 მაყურებელზეა გათვლილი ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა. ასევე, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ-ტაბლო. მოხდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემების მონტაჟი.
✔️პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია.
📌მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.