✅ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
🔹კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია მშენებლობის პროცესს ქალაქ ფოთის მერის მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
🔹წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში.
🔹აღნიშნულ პროექტს აზიის განვითარების ბანკი 44 მლნ ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.