ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ ათ ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. სამუშაოების ღირებულება 999 487 ლარს შეადგენს.
სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.
ავტოპარკის სამშნებლო სამუშაოებს ტენდერში გამრჯვებული კომპანია შპს “იმედი” ასრულებს.