კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შტაბის წევრებმა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების თაობაზე.
,,რეგიონის საოპერაციო შტაბის სხდომაზე განვიხილეთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები. შტაბში შედიან, როგორ ადგილობრივი, ჯანდაცვის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ერთად კომპლექსურად ვიმსჯელეთ ყველა გამოწვევებსა და საჭიროებებზე რაც გამკაცრებული შეზღუდვების დროს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ. ეს შეზღუდვები აუცილებელია და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და ჯაჭვის გაწყვეტას.
ასევე განვიხილეთ მოქალაქეთა ეკონომიკური ხელშეწყობის პაკეტები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართული იქნება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ“ – განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა. დისტანციურ სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მერები, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.