1988 წლიდან, 1 დეკემბერს მსოფლიო ყოველწლიურად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია.
საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, უაღრესად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
![1 დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/12/128609011_3694177667304949_658010420218855423_n.jpg)