✅ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნებისა და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.
🔹სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან და პირველ მოადგილესთან,კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალწლიანი, უნიკალური ჯიშების საზღვარგარეთიდან ჩამოტანასა და პარკის განაშენიანებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე.
🔹პროექტის ღირებულება 1 მლნ 819 ათასი ლარია.