🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია თეატრის შენობის სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპზე გარე ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გარე ფასადის და შიდა დამხმარე მოწყობილობების, კომუნიკაციების რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით.
🔹შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე სრულყოფილი ტექნიკური დავალების შესადგენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიემართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს , რომლის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მოხდა ტექნიკური დავალების შედგენა. აღნიშნული შესყიდვის მიზანს წამოადგენს შესყიდულ იქნას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც სრულად აისახება ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა გატარებაც იქნება საჭირო, რათა სამუშაოების დასრულების შემდგომ გახორციელდეს შენობის სრულფასოვანი ექსპლოატაცია.
რეაბილიტაციას დაექვემდებარება სახურავი, ფასადი, გათბობა-გაგრილების და ვინტილაციის სისტემა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.