კორონა ვირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში, მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის, მათ შორის მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლების, ვეტერანების, ყრუ-მუნჯი და უსინათლო პირებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას.
📌დღეს მოსახლეობისთვის პროდუქტების გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტიეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.