✅ მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-ე რიგგარეშე სხდომა.
✅საკრებულოს წევრებმა მისცეს თანხმობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მოწვევით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით ხელი მოეწეროს და შეუერთდეს ადგილობრივ ცხოვრებში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის ევროპულ ქარტიას.
📌ქარტია გამიზნულია ევროპის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობებისათვის, რომლებიც მოწვეულნი არიან, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რათა საჯაროდ დაადასტურონ ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის პრინციპისადმი ერთგულება და საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში დანერგონ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები, როგორც ხალხთან ყველაზე დაახლოებული მმართველობის შტო, ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენს ყველაზე კარგ პოზიციაზე მყოფ ძალას უთანასწორობის დასაძლევად და ჭეშმარიტად ეგალიტარული საზოგადოების ხელშესაწყობად. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და მთელ რიგ ადგილობრივ აქტორებთან თანამშრომლობით ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ღონისძიებების გატარება ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის სასარგებლოდ.
✍დღესვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელი ონალინ კონფერენცია გამართა , სადაც საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ, ევროპული ქარტიის“ ხელმოწერის ცერემონიალი შედგა.
✅საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2020 წლის ადგილობვრივ ბიუჯეტში ცვლილებებს.
✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2020 წლის ბოლო სხდომაზე, მოკლედ შეაფასა გასული წელი, სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას წინასწარ მიულოცა და წარმატებები უსურვა 2021 წელს.