არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:
** სპეციალისტი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ა.შ.);
** უზრუნველყოფს ბავშვის და ოჯახის შეფასებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
** ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მშობლის უნარების გაძლიერებით, საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებით;
** ხელს უწყობს ბავშვის და მისი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას;
** მონაწილეობას იღებს ადრეული ინტერვენციის ინტერდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში;
** აწესრიგებს სავალდებულო დოკუმენტაციას ბავშვის და ოჯახის შესახებ მომსახურების მიწოდების ფარგლებში;
** ეცნობა ორგანიზაციის სტრატეგიას, მიზნებსა და ამოცანებს, წესდებას და ორგანიზაციის შიდა პროცედურებს. პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება;
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და ინიციატივა.
პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ შემდეგი დისციპლინის პროფესიონალებს: ** ფსიქოლოგი;
** ოკუპაციური თერაპევტი;
** ენისა და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი);
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი;
** სპეციალური მასწავლებელი.
შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: cofosore@gmail.com
** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი. შეტყობინება გაეგზავნებათ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
საკონტაქტო პირი: თამარ ფოფხაძე ტელ: 593147805
შესაბამისი კადრების მომზადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ს „კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით არის გათვალისწინებული. მემორანდუმი „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.