ჯანმრთელობისდაცვა და სოციალურიმხარდაჭერა
📍ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით ოცზე მეტ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 2021 წელს 2 მილიონ 604 ათასი ლარია გათვალისწინებული.
✅ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ითვალისწინებს:
▶️მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას;
▶️პროგრამების მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
⏺მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა;
⏺მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა;
⏺შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა;
⏺ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის პროგრამა;
⏺კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების პროგრამა;
⏺დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა;
⏺მარტოხელა მშობელთა ყოველთვიური დახმარება;
⏺2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
⏺მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგრამა;
⏺ ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა;
⏺ მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების პროგრამა;
⏺ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება;
⏺ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა;
⏺ უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამა;
⏺ ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (უფასო სასადილო, შინმოვლის პროგრამა) ხელშეწყობა;
⏺ სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;
⏺ უსინათლოების წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა – დახმარების პროგრამა;
⏺ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება;
⏺ სარიტუალო მომსახურება;
⏺ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად;
⏺ ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა;
⏺ შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა;
⏺ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა;
⏺ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა;
⏺ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) სოციალურად დაუცველი პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა;
⏺ განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედურ შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა ფოთში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
#ჯანმრთელობისდაცვა და სოციალურიმხარდაჭერა #ფოთი2021