პროგრამის მართვა
ქვეპროგრამა მოიცავს ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ფიზიკური გაჯანსაღებისა და უფასო კვებით მომსახურებას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ამბულატორიული მკურნალობისათვის, მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამა ეყრდნობა ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციას ბავშვის გადარჩენის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციას და შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან და სალიცენზიო პირობებთან.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა განვითარებისათვის ხელშეწყობას, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად, 24 საათიან მომსახურებას.
ქვეპროგრამის დაფინანსება მოიცავს თანამშრომელთა ხელფასებს, ბავშვთა ოთხჯერად კვებას, კომუნალურ ხარჯებს, ბაშვებისთვის საჭირო ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში), პირადი ჰიგიენისა და სასკოლო ნივთების შეძენას, ბავშზე ზრუნვის სტანდარტებისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ბავშვთა საკურორტო ზონაში დასვენების ხარჯებს.
ქვეპროგრამა, ლიცენზიის შესაბამისად, გათვლილია 10 ბავშვზე.