პროგრამის მართვა
პროგრამა გენდერულად მგრძნობიარეა, რომელიც ხელს უწყობს ქალების, ბავშვების, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გადაადგილებას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
1) M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);
გ) ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები;
დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები.
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი.
ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით.
2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.