📍 “ააიპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ცენტრი” – ახალ შენობაში გადავიდა.
📍საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ შალვა სარდალიშვილთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სამსონ კუტალიასთან ერთად ახალი შენობა მოინახულა და ქალაქში არსებულ ეპიდსიტუაციასაც გაეცნო. მან ცენტრის დირექტორს ნანა მხეიძეს და თითოეულ თანამშრომელს, ყველაზე რთულ პერიოდში გაწეული თავდაუზოგავი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.