✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადეობა ერთობლივი სოციალური პროგრამების განხორციელებას გეგმავს.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ფილიალების განვითარების განყოფილების უფროსს ნინო სამადალაშვილს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან მემორანდუმს გააფორმებს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სოციალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
![ფოთის მერია და წითელი ჯვრის საზოგადეობა ერთობლივი სოციალური პროგრამების განხორციელებას გეგმავს](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/02/150935928_3895518470504200_2712957717695742098_o.jpg)