დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 80 დევნილ ოჯახს სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ, ასევე მოსახლეობასთან იქ არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პირველადი სასურსათო პროდუქტი – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – აკაკი დარჯანიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია და რაისა ქარაიამ გადასცეს.