✅უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებები.
▶ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შექმნილია ყველა პირობა როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
▶სასწავლო პროცესის განახლების პროცესს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსთან, მარინე ზარანდიასთან ერთად გაეცნო.
▶ფოთის მუნიციპალიტეტში 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება და 1800 აღსაზრდელია.