▶ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაფინანსდა 80 000 ევროს ღირებულების 23 ქვე-გრანტის პროექტი.
▶პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ განხორციელდა ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ.
▶პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის მიღწევაში.