2021 წლის 15-18 მარტს ქ. ფოთის ნავსადგური NATO-ს მუდმივმოქმედ №2 საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხ ხომალდს მასპინძლობს:
🚢🇪🇸საფლაგმანო ხომალდი “CRISTOBAL COLON” (ესპანეთი),
⛴🇹🇩”REGINA MARIA” (რუმინეთი),
🛳🇹🇷”KEMALREIS” (თურქეთი),
🛥🇧🇬”SMELI” (ბულგარეთი).
💢საპორტო ვიზიტი საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი – პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
💢შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები მხოლოდ ხომალდების მანევრებს ითვალისწინებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.
💢სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ და მერმა გოჩა კურდღელიამ დახვედრის საზეიმო ვითარებაში მიიღეს მონაწილეობა.
💢ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.