💧 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეა
💧წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით, კამპანიის – ,,ლურჯი ნაკადულის’’ ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა .
▶მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მოწყობილ აქციაში ,ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, მერიის სამსახურების, ა(ა)იპებისა და კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ კუნძულის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
💧 წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას. კამპანიის ფარგლებში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.