ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემების შემფასებელი სამეცნიერო-ტექნიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
⏺სამუშაო ჯგუფი სწავლობს ისეთ საკითხებს როგორიცაა ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული რეცხვა, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა, მდინარე რიონის ქალაქის არხის გაწმენდა და შემდგომი მოვლა-პატრონობა, ახალი ტიპის მოტივტივე ტალღაშემარბილებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საპილოტე გამოცდის მიზანშეწონილობა, მდ.რიონის ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობა, გალერეის შესწავლა და სარეაბილიტაციო წინადადებების მომზადება.
⏺საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის „წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ პროფესორებმა რობერტ დიაკონიძემ და იური ქადარიამ ჩატარებული კვლევებისა და გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრეს.
⏺ შეხვედრაზე ქალაქის ერთიანი მელიორაციული პროგრამის შემუშავების საკითხზე გამახვილდა ყურადღება.