🌴🌳ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ინიციატივით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სერვისების ცენტრის მხარდაჭერით, გამწვანების აქცია ჩატარდა.
🌴80 ძირი ნეკერჩხალი და 50 ძირი კიპარისი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადანაწილდა. ნარგავებით შეივსო ტროტუარები ნიკოლაძის სანაპიროსა და აკაკის ქუჩაზე, სადაც ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
➡️გამწვანების ღონისძიებაში ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი ჩაერთნენ.