📌საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
▶️არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.
▶️საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ ნიუპოვერი„ აწარმოებს.
▶️ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.