⚜️ დღეს, ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლაში, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლის შენობის ფასადზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თეოფანე დავითაიას მემორიალური დაფა, გეოგრაფიის კაბინეტს კი თეოფანე დავითაიას სახელი მიენიჭა.
⚜️ ასევე, სკოლის იდეათეკაში გაიმართა პროექტ ,, კაცი ლეგენდა”-ს პრეზენტაცია, რომელიც აკადემიკოსის ცხოვრების წლებზე მოგვითხრობდა.
⚜️ პროექტის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მოადგილე – აკაკი დარჯანია, მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და რესურს ცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია ესწრებოდნენ.
![თეოფანე დავითაიას სახელობის მემორიალური დაფის გახსნა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/04/170277398_4262155277130753_5009659701551991692_n.jpg)