დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-5 (რიგგარეშე) სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი:
❇️ ა(ა)იპ- თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების (მის: წმინდა ნინოს ქუჩა N 6) სამკითხველო დარბაზისთვის თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის, ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
❇️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ანგარიში 2020 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ, ამასთანავე ანგარიშში წარმოჩენილი იყო პრობლემები, რომელიც ხელს უშლის სამსახურს თავისი მიზნებისა და ამოცანების სრულფასოვნად განხორციელების საქმეში. ანგარიში საკრებულოს მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად და სამსახურის უფროსს დაევალა 15 დღის ვადაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით წარმოადგინოს სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს სამსახურის ეფექტური მუშაობა და განსახილველად წარმოუდგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
❇️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 30 მარტის პეტიციის თაობაზე, რომლის თანახმად მოქალაქეები ითხოვენ შესწავლილ იქნას ქალაქ ფოთში, ხობის ქუჩა N 22-ში განთავსებული შენობის მდგომარეობა და ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას, მისი სარემონტო-სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხა, რომლის შემდეგაც ქალაქს ექნება კულტურულ-გასართობი დანიშნულების ადგილი, რომელშიც განთავსდება კინოთეატრი და სხვადასხვა გასართობი თუ საგანმანათლებლო ტიპის სერვისები.
❇️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N 21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
❇️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის თანახმად კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით კვიციანი.
❇️ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” 2017 წლის 22 ნოემბრის N1/77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
❇️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ.