დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 გეგმიური სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ გენიალური მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალებისადმი პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით გახსნა, სხდომაზე განხილულ şişli escort დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ,
📌დაემატოს ,,გამწვანების სამუშაოები” .
📌დაემატოს პროგრამა ,,მოსახლეობაში ბავშვთა კომპლეესური სამედიცინო გასინჯვები და ლაბორატორიული გამოკვლევები”
📌გაიზარდა “გზების კაპიტალური შეკეთების”,,არაფინანსური აქტივების ზრდა”
📌 სხვა საკითხები
2.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 4 და 135 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 4, 135-ე 135 1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის დამტკიცების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ.