ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნა.
⏹ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, დიდების მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
⏹ფოთის საკათედრო ტაძარში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა.
⏹მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოდან 700 ათასი მეომარი წავიდა ფრონტზე. ამათგან 300 ათასმა, ბრძოლის ველზე დალია სული. მათ შორის იყვნენ ჩვენი ქალაქის მკვიდრნი. 11 ათასი ფოთელიდან, 2 ათასი ჯარისკაცი შინ არ დაბრუნებულა.
⏹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 22 პირს ფულადი წახალისება 300 ლარის ოდენობით გადაეცა.