ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით- “სინოფარმი” დღეს ფოთის პოლიკლინიკაში (სს „ევექსის კლინიკები“) აიცრა.
,,ყველას მოვუწოდებ ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“-აღნიშნა მერის მოადგილემ.