საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივლისის 16:00 საათია. კონტრაქტი მოიცავს 436 მ სიგრძის 2-ზოლიანი 8 მალის მქონე ხიდის მშენებლობას ფოლადისა და რკინა-ბეტონის მალის ნაშენით, ბეტონის ხიმინჯებით მდინარე რიონზე და დაახლოებით 2კმ სიგრძის მისასვლელი გზების მშენებლობას ნაწილობრივ სუსტი გრუნტის პირობებში.
▶კონტრაქტის ხანგრძლივობა შეადგენს 730 კალენდარულ დღეს + 730 დღე დეფექტების შეტყობინების პერიოდი.
▶ საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა ეროვნების პრეტენდენტს.
https://bit.ly/3yCmr40