5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ჩართულობით დასუფთავების აქცია გაიმართა.
🌿 აქციაში ჩართული იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები , ასევე საკრებულოს და მერიის აპარატის თანამშრომლები.
♻️საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან დასუფთავდა კუნძულის უბნისა და მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლები.
🌎 მსოფლიოში გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა, მიზნად ისახავს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით და საზოგადოების აქტიურ ჩართვას გარემოს დაცვის საკითხებში