სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ , მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ახალ ინიციატივებს, რომლებიც თითოეული მოქალაქის საჭიროებაზეა გათვლილი. ასევე, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
რწმუნებულის მოადგილე დეტალურად გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტების, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. პანდემიის მიუხედავად ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება.