ფოთში ახალი სატუმბი სადგური აშენდება. საპროექტო წინადადება ქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტის ავტორებთან ერთდ განიხილეს. კუნძულის უბანში ახალი სატუმბი სადგურის საპროექტო წინადადებების განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია. მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. კუნძულის უბანში ძველი სადგურის ნაცვლად ახალი, მოდერნიზებული სატუმბი სადგური აიგება, რომლის ორი არხი წამში 800 ლიტრ წყალს გაატარებს. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ძლიერი წვიმების დროს უბანში ქუჩების დატბორვის თავიდან ასაცილებლად. პროექტი შპს „გიასმა“წარმოადგინა.