✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე ტენდერი გამოაცხადა.
▶სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტისა (ტრანსფერი, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის N 2630 განკარგულება) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
▶ობიექტის სავარაუდო ღირებულება 2 118 303,00 (ორი მილიონ ასთვრამეტი ათას სამას სამი ლარი) ლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს.
▶ ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ითვალისწინებს: არსებული ბაღის და სასაფლაოს ღობეების რეაბილიტაციას, ველობილიკის მოწყობას, ბულვარის მხარის კეთილმოწყობას.
▶მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) თვის განმავლობაში.
▶ კუნძულის სანაპიროს 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდება სავარჯიშო ზონები. აიგო სპორტული მოედანი, ვეტერანთა სახლი და საბავშვო მოედანი.