2020 წელს განხორციელებული საკრებულოების მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი 285 დაწესებულებას შორის იკავებს მე7 ადგილს. საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს.