საიუბილეო საღამო გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში, სადაც ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საესტრადო სტუდია “ანა-ბანას” აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი მოაწყვეს. საიუბილეო საღამოს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” ქალაქ ფოთში 2013 წლიდან ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრების ქვეპროგრამას. ფოთის შშმ ბავშთა დღის ცენტრი 28 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარს ემსახურება. 2013 წლიდან დღემდე ,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება 100-მდე ბენეფიციარმა მიიღო.