ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცოვრებ 23 ოჯახს სამშენებლო მასალები (გადასახური და ხის მასალა) გადაეცა.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე მერის წარმომადგენლები სპეციალისტებთან ერთად ადგილზე სწავლობენ საცხოვრებელი სახლებისა და ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,რომლის საფუძველზეც მათ გადაეცემათ სარემონტო სამუშაოებისთვის სამშენებლო მასალები.
პროგრამის მიზანია შეჭირვებული, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სამშენებლო მასალების დარიგების პროცესს ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები ალექსანდრე ტყებუჩავა და მამუკა პაპასკირი დაესწრნენ.
ხელშეკრულების ღირებულება 17 716,99 ლარს შეადგენს.