➡️ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ფოთში ძლიერი, კოკისპირული წვიმა დაფიქსირდა (24 საათში- 125 მმ-სტიქიის ზედა ზღვარი) . გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური. სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი.
➡️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აღრიცხავს. უბნებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
➡️მოქმედებს ცხელი ხაზი-592 39 11 00.