ფოთის მუნიციპალიტეტში 16:50 საათზე ძლიერი ქარი 17- 32 მ/წმ-დე დაფიქსირდა.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებზე შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება.
მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს , რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.