სიახლეები

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

პროგრამის მართვა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში არ აღემატება 18 000 ლარს, 0-18 წლამდე ასაკის პირების,  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების, ძვირადღირებული ოპერაციების და ძვირადღირებული გამოკვლევების იმ კომპონენტის თანადაფინანსებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ან კერძო დაზღვევით.

საჭირო დოკუმენტაცია

დახმარების მიღების მიზნით, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინასწარი კალკულაცია) გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე;

გ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);

ზ) მოქალაქესა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულება და /ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოქალაქის დავალიანება სამედიცინო დაწესებულების წინაშე (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც განმცხადებელს მერიაში მომართვამდე არაუმეტეს 1 თვემდე, უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება);

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ, ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის შესახებ.

გადაწყვეტილების მიღება დახმარების გაცემის წესი:

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი  სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.

განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტი/დასკვნა (თანდართული გამოკითხვის აქტით) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი.

საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნის მიხედვით) მიერ გამოთხოვილ იქნეს ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთხელ, ხოლო ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს –  ორჯერ.

სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინასწარი კალკულაცია) მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში.

ქვეპროგრამის ფარგლებში პირი არ დაფინანსდებათუ:

ა) იგი არ არის რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში;

ბ) განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ პირს წლის განმავლობაში ერთხელ უკვე დაუფინანსდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება  (გამონაკლისს წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები);

გ) მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აუნაზღაურდა მომსახურების ხარჯი პაციენტის მიერ;

დ) განცხადების შესწავლისას ან წერილობითი ინფორმაციის გაცემამდე, ცნობილი გახდება დაინტერესებული პირის გარდაცვალების შესახებ;

ე) მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში აღემატება 18 000 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო  მომსახურებები:

ა) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობა;

ბ) ესთეტიკური ქირურგია და პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით ქირურგიული მკურნალობა;

გ) სტომატოლოგიური მომსახურება და დენტალური იმპლანტაცია;

დ) სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის შეძენა (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები);

ე) საექსპერტო მომსახურება.

დაფინანსების ოდენობა:

აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოქალაქეებს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) წარმოდგენილი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

იმ შემთხვევაში თუ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯი  არ აღემატება 300 (სამასი) ლარს, დაფინანსება განხორციელდება 100%-მდე.

თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

ანგარიშსწორების წესი:

ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში.

სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელმა  დაწესებულებამ, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევიდან 2 (ორი) თვის ვადაში.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

1. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;

3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა)გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;

გ)ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

ataşehir escort istanbul escort
casibom giriş
istanbul escort
casibom
tesbih
bonus veren site
zonguldak escort
girne casino giriş
çankırı escort
1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
izmir escort
turkbet
ankara escort bayan
Trbet Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis Canlı Bahis
https://jobcoconut.com/ https://okulmed.com/
Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası Escort Kadıköy Escort Ataşehir Escort Anadolu Yakası EscortPendik Escort Maltepe Escort Kurtköy Escort Ankara Escort Eryaman Escort Etimesgut Escort Sincan Escort Çankaya Escort Kızılay Escort Etlik Escort Keçiören Escort
ladesbet giriş
bahis siteleri
casino siteleri
ladesbet
Deneme Bonusu canlı casino siteleri güvenilir bahis slot oyunları
betwild pashagaming tipobet hızlıbahis
casino siteleri deneme bonusu veren siteler
casibom
casibom
deneme bonusu
istanbul escort
ekrem abi telegram
Translate »
Skip to content