ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ოლიმპიური ხეივანი გაიხსნა. პირველი ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში განთავსდა სიდნეის ოლიმპიური თამაშების პროზიორს ვლადიმერ ჭანტურიას ეკუთვნის.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ქალაქის საზოგადოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ვლადიმერ ჭანტურია ცნობილი მოკრივე, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ის გახლავთ ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1998). ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის A კლასის ტურნირებში გამარჯვებული. გამოდიოდა პროფესიულ კრივში.