✅ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
🔹,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ -მშვიდობისა და განვითარების აკადემიასა და სსიპ- საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა.
🔹 ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ პროექტის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა. კვლევის შედეგებისა და უკვე არსებული მონაცემების გათვალისწინებით შემუშავდა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
🔹წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების, ინტერესებისა და სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულებების შესწავლა. კვლევის შედეგების არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდება როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობა, მდგრადი და გრძელვადიანი შედეგების მიღწევა, ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება, შესაბამისი სერვისებისა და შესაძლებლობების შეთავაზება და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა